„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან, სადაც რამდენიმე წუთში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები უნდა გაიმართოს, რამდენიმე პირი დააკავეს. აქტივისტების ინფორმაციით, სულ 4 პირია დაკავებული.

აღნიშნული პირები ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეპიკაჟები. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოჩნდა.

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ადგილზე მავთულხლართები აქვთ მიტანილი.

ამასთან, ისინი ადგილზე იმყოფებიან შემდეგი შინაარსის პლაკატებით: „აფხაზეთი საქართველოა“ , „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო