ანა დოლიძე - ნურცერთი პოლუსი ნუ ეცდება ევროპარლამენტარების განცხადება თავის სასარგებლოდ მიიწეროს, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს ორივეს

ნუ ეცდება ნურცერთი პოლუსი, ნურც ხელისუფლება და ნურც ოპოზიცია, რომ თავის სასარგებლოდ მიიწეროს ამ განცხადების შინაარსი. ევროპარლამენტარების კრიტიკა ეხება ორივე მხარეს, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ევროპარლამენტრების განცხადება, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტმა შესაძლოა, საქართველოს შემდგომი ფინანსური დახმარება შეუჩეროს.

„დარწმუნებული ვარ სულ ცოტა ხანში ვნახავთ, როგორ წაიკითხავენ ამ განცხადების შინაარსს - „მაგრამიდან მაგრამის შემდეგ“. „ქართული ოცნება“ კითხულობს წინადადების პირველ ნაწილს და ოპოზიცია კი მეორეს. სინამდვილეში ეს განცხადება არის დაბალანსებული, თუმცა, სერიოზულად დაფიქრება და ფასის გადახდა მოუწევს ორივე მხარეს,“ - აცხადებს დოლიძე.

მისი თქმით, განცხადება მომდინარეობს ევროპარლამენტის წევრებიდან, არის მრავალპარტიული, სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეების სახელით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ განცხადებას უკან უდგას მთლიანად ევროგაერთიანება.

„ვციტირებ „განცხადება პასუხისმგებლობას აკისრებს ორივე მხარეს“, თუმცა წერია, რომ მეტი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას. შეთანხმების ჩავარდნაზე ბრალეულია მოლაპარაკების მონაწილე ორივე მხარე. აქვეა მითითებული და უმნიშვნელოვანესია, რომ სასწორზე დევს საქართველოს და ევროკავშრის ურთიერთობა. ეს არაა უბრალოდ ზეპირი სიტყვები, საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. შემდეგი, ძალიან საინტერესო ფრაზაა ის, რომ ჩვენ პოლიტიკოსებს ხშირად ორიენტაცია აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ხისტ ძალაზე. ანუ თუ არ მიხვედი და არ დაელაპარაკე კუნთებით, არ გაიყვანე გვერდზე ჯაყვის ტრიალით ან ჩექმით, მათ ჰგონიათ, რომ ცივილიზებული და მშვიდი საუბრის უკან არ არის ძალა. ამაშია ჩვენი 90-ნებში ჩარჩენილი პოლიტიკური ელიტის პრობლემა. სინამდვილეში ელჩ დანიელსონის მართლა სერიოზული ჯაფის, ზრდილობიანი და დიპლომატიური საუბრის უკან, დღეს გავიგეთ, რომ ყოფილა ძალა. ამ ძალაში იგულისხმება და განცხადებაში მითითებულია პირდაპირ, რომ მოსალოდნელია ევროკავშირის დახმარების შეჩერება და ევროკავშირის მხრიდან პროგრამების გაზრდისთვის, ახალი პირობების დაწესება. ეს არის ძალა და პირდაპირ მითითებულია, რომ ძველებურად ევროკავშირთან ურთიერთობა არ გაგრძელდება. ეს შედეგები არ გვაწყობს ჩვენ ქართველ ხალხს, რადგან იგი საქართველოს მოსახლეობაზე აისახება და არა თალაკვაძეზე, მდინარაძეზე და გიგა ბოკერიაზე. ჩვენი ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირიდან ფინანსდება. უამრავი ადამიანი იღებს დახმარებას იგივე დანერგე მომავალში, აწარმოე საქართველოში და ათას ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც ევროკავშირიდანაა დაფინანსებული და რატომ უნდა შეწყდეს ეს პროექტები? იმიტომ, რომ ვიღაც პოლიტიკური სუბიექტი საკუთარ ინტერესს ამ მოლაპარაკებაში ვერ ხედავს და ამიტომ ხუთი თვეა მოსახლეობას აქეთ-იქით დაგვატარებს და გვაყურებინებს ცირკს. დღეს გაძვირდა რეფინანსირების სესხი, ანუ მოსახლეობას ასითასობით ქართველს გაგვიძვირდა იპოთეკა. იმის მაგივრად, რომ ამაზე იყოს ანგარიშვალდებული ჩვენი მთავრობა, ხუთი თვეა გვალაპარაკებენ თემებზე, რომელიც განაპირობებს იმ უსერიოზულეს შედეგებს, საიდანაც ისევ ჩვენ უნდა დავზარალდეთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია სერიოზულად დაუფიქრდეს საქართველოს მთავრობა ამ წინადადებებს და კრისტიან დანიელსონის მემორანდუმს.

„სერიოზულად დაფიქრება და ფასის გადახდა მოუწევს პოლიტიკურ ოპოზიციასაც. ეს არ იქნება ცალმხრივი პროცესი და ნურავინ გაბედავს, რომ საბავშვო ბაღივით მეორე მხარეს გადააბრალოს შედეგები. ეს არის მნიშვნელოვანი. როგორც ყოველთვის ჩვენი პოზიცია არის დამოუკიდებელი ორივე მხრისგან, ამიტომ მოვუწოდებთ, ნურავინ ეცდება მიიწეროს ამ განცხადების შინაარსი სათავისოდ,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა