აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ კრისტიან დანიელსონმა მედიაციის პროცესს „მკაცრი ტონი დააკლო“

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მედიაციის პროცესს „მკაცრი ტონი დააკლო“.

როგორც ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიცია თანახმაა მედიატორის მიერ შედგენილ 4-პუნქტიან დოკუმენტს ხელი მოაწეროს, თუმცა, რიგგარეშე არჩევნების საკითხის გადაუჭრელად პარლამენტში არ შევა.

„დანიელსონმა შეთანხმების მიღწევა ჩვენს ხარჯზე უფრო მარტივად ჩათვალა, ვიდრე „ქართული ოცნების“. არ დახარჯა საკმარისი ტონალობა. „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის ტონალობაში საუბარი არ შეიძლება და ეგ ვერ გავაგებინეთ. რომ იცოდეთ, „ქართულმა ოცნებამ“ იმ 4 საკითხზე ხელმოწერაზეც უარი თქვა. ჩვენ იმ 4 პუნქტს ხელს ვაწერთ, ოღონდ პარლამენტში არ შევალთ რიგგარეშე არჩევნების გარეშე. „ქართულ ოცნებას“ ვეუბნებით, თანახმა ვართ, ჩვენი დასტური გაქვთ იმ 4 პუნქტთან დაკავშირებით, რომ დაიწყოთ რეფორმები, ოღონდ ამას პარლამენტში ჩვენი შესვლა არ სჭირდება. თუმცა, ამაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა, რამაც მიახვედრა ჩვენი პარტნიორები რა ტონალობით და რა ტექსტებით უნდა ილაპარაკონ „ქართულ ოცნებასთან“. გარწმუნებთ, რომ ეს ტონალობა და ტექსტები კიდევ უფრო გამკაცრდება“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, თუნდაც ოპოზიცია იყოს ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტში ჩართული, პასუხისმგებლობის ამღებიც იყოს ყველაფერზე, მაინც მოუწევს მხარეებს დარჩენილ ორ პუნქტზეც ლაპარაკი და შეთანხმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა