საქპატენტი ორი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის - "ქართული მანდარინის" და "ქართული თხილის" რეგისტრაციაზე იწყებს მუშაობას

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) - „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ფარგლებში, საქპატენტი ორი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე მუშაობას იწყებს. აღნიშნულ საკითხზე პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-7 შეხვედრაზე 30 მარტს იმსჯელეს.

საქპატენტის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ეხმარება საქართველოს უნიკალური მარკეტინგული ინსტრუმენტის, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებასა და მასთან დაკავშირებული სარგებლის სრულფასოვნად გამოყენებაში, 2021 წლის 31 აგვისტოს დასრულდება. მომდევნო თვეების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელი მოეწერა კომიტეტის შეხვედრაზე, ითვალისწინებს მუშაობის გაგრძელებას რაჭული ლორისა და გურჯაანის ატმის რეგისტრაციაზე.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მუშავდება გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული აქტივობების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ვიდეო რგოლების, ტუტორიალებისა და ანიმაციების შექმნას.

„ამავე გეგმით გათვალისწინებულია სხვადასხვა ტრენინგების ჩატარება თუ სამუშაო შეხვედრების გამართვა აღმასრულებელი უწყებების თანამშრომლებისთვის, როგორებიცაა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი და მონიტორინგის სამსახური, ისინი, ვინც უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. ასევე, სერტიფიცირებისა და კონტროლის განხორციელების მექანიზმების საკითხებზე ჩატარდება ტრენინგები მწარმოებლებისათვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის,“- ნათქვამია საქპატენტის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა