მთიან აჭარაში ახალი საპიკნიკე ზონები მოეწყობა

მთიან აჭარაში საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა წელსაც იგეგმება. ამ ეტაპზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო საპიკნიკე ზონების მოწყობას ქობულეთსა და შუახევში გეგმავს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკე ზონა ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე მოეწყობა.

„აღნიშნული მოგზაურებს საშუალებას მისცემს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ.

ჯვარიმინდორი ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, სადაც სააგენტო ტურისტული თავშესაფრის მშენებლობასაც გეგმავს. შედეგად, აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ) საფეხმავლო მარშრუტზე მოგზაურებს ეკოსტანდარტებით მოწყობილ ტურისტულ თავშესაფარსა და საპიკნიკე ზონაში დასვენების საშუალება მიეცემათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საპიკნიკე ზონების მოწყობა მთიან აჭარაში გასულ წელს დაიწყო, რის შედეგადაც ჩირუხის მთას, სოფელ კაპნისთავსა და სოფელ შუამთას ტურისტულად მიმზიდველი ადგილები შეემატა. გარდა საპიკნიკე ინფრასტრუქტურისა, სააგენტო მთიანაჭარაში ველოინფრასტრუქტურისა და ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკის პროექტზე, ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და პოპულარიზაციის კუთხით მუშაობს,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა