ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველანაირად ეცდებიან, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის ჯანდაცვის საშუალებების მიღების გზა გამარტივდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მდინარე ენგურთან, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალებას ეხმაურება და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ყველანაირად ეცდება, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის ჯანდაცვის საშუალებების მიღების გზა გაამარტივოს და მინიმალურ რისკამდე დაიყვანოს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო მათთვის კარანტინის მოხსნის საკითხს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მათი სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის.

„ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მათთვის ეს გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე.

ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საკოორდინაციო საბჭოს ფორმაში, განვიხილავთ ყველა რისკებს. ეს საკითხიც საბჭოზე დგას, მისი რისკების ფარგლებში ვიღებთ გადაწყვეტილებებს და უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებებს.

შარშან და წელს გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი აქტივობით მოქალაქეებს, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაბამისი მომსახურეობა გაუწია. გავუწიეთ მომსახურეობა 1500-მდე ბენეფიციარს, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი საჭიროება ჯანმრთელობის კუთხით და ვცდილობთ მაქსიმალურად მოხდეს ყველანაირი გამარტივება იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც პანდემიის ფარგლებში არსებობს ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის ძებნის სამუშაობი. უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს