მიხეილ სარჯველაძე - სტრიქონებს შორის აზრს თუ ამოვიკითხავთ, ნიშნავს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ნამდვილობასთან დაკავშირებით, საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის აზრით, ევროპარლამენტარების განცხადებებში მოწოდების მხარე „უპირველესად ოპოზიციაა“.

როგორც სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სტრიქონებს შორის აზრს თუ ამოვიკითხავთ, იმას ნიშნავს, რომ გასული წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ნამდვილობაზე საუბარი, უნდა დასრულდეს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი აცნობიერებს გზავნილების მნიშვნელობას და ევროკავშირის დამოკიდებულება და ინტერესი ძალიან დიდია საქართველოს საკითხის მიმართ.

„რა თქმა უნდა, წავიკითხეთ და ვაცნობიერებთ იმ გზავნილების მნიშვნელობას, რომელიც მართლაც, რეალურად ჩანს და ძალზედ საინტერესოა. პირველი, რაც ამ შემთხვევაში ანგარიშგასაწევია არის ის, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება და ინტერესი საკითხის მნიშვნელობასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი. საკმაოდ კარგად ფლობენ ინფორმაციას. ვფიქრობ, ახლა მათთვის ყველაფერი რეალურად ნათელია. საკმაოდ მკაფიოა გზავნილები, რომელიც კეთდება. ამ შემთხვევაში, ალბათ, მოწოდების მხარე, უპირველესად რა თქმა უნდა, მაინც ოპოზიციაა. მთავარი სტრესი, რაზეც არის ამ შემთხვევაში გაკეთებული, არის პარლამენტში შესვლის საჭიროება. სწორედ სტრიქონებს შორის აზრს თუ ამოვიკითხავთ, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საუბარი ერთხელ და სამუდამოდ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ნამდვილობასთან დაკავშირებით, უნდა დამთავრდეს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "ევროკავშირის განცხადებებში სტრიქონებს შორის კითხვა უნდა ისწავლოთ".

"სამწუხაროდ, ევროკავშირის განცხადება ყოველთვის ისეთი ღია არ არის, როგორც ჩვენ ვართ ამ დისკუსიაში. შესაბამისად, ამიტომაც აქვს ევროკავშირს საკუთარი ენა და სამწუხაროდ, ევროკავშირის „ლიდერშიპი“ ყოველთვის არასდროს გამოხატავს შეშფოთებას ისე, რომ ეს ყველამ გაიგოს“, - აღნიშნა კალიურანდმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან