შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მსჯავრდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, მან სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა და იმედოვნებს, რომ მეორე ინსტანციის სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოაცხადებს.

„მოსამართლე ბიძინა სტურუას მიღებულ გადაწყვეტილებას და განაჩენს, რომელიც მან არასრულწლოვანთან მიმართებაში გამოიტანა, არავითარი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან. ეს უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უფრო მეტი კომპეტენციით მიიღებს ობიექტურ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას და არასრულწლოვანს უდანაშაულოდ ცნობს“, - განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. დაკავებულებიდან სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი, ორი არასრულწლოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯა. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, არასრულწლოვნები პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა