გია გაჩეჩილაძე „საქართველოს მარადისობის დღეს“ დააფუძნებს

9 აპრილს მომღერალი „უცნობი“- გია გაჩეჩილაძე თანამოაზრეებთან ერთად „ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღეს“ დააფუძნებს.

როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აკა ჯიჯიხიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისინი თავდაპირველად „ევროპის მოედანზე“ შეიკრიბებიან, საბოლოდ კი ღონისძიება „დედაენის ბაღში“ დასრულდება.

„ეს არ არის აქცია, ეს არის შეკრება. 13:00 საათზე შევიკრიბებით „ევროპის მოედანზე“- რიყეზე, საიდანაც მსვლელობით გადავინაცვლებთ საპატრიარქოსთან, ბოლოს კი შეკრება დასრულდება „დედა ენის ბაღში“. სიტყვით გამოსვლები არ იქნება, ერთადერთი, გია გაჩეჩილაძის ორწუთიანი მიმართვა იქნება. 9 აპრილს გვინდა, რომ დავაფუძნოთ, ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღე“, - განაცხადა აკა ჯიჯიხიამ.

იხილეთ ვიდეო:გია გაჩეჩილაძე "საქართველოს მარადისობის დღეს" დააფუძნებს

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა