მიხეილ ჩხენკელი - 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო დღეა - თავისუფლების გამარჯვების დღე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის წევრებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მიტინგისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მინისტრმა მემორიალი ტიტებით შეამკო.

„დღეს, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ მნიშნელოვან და გარდამტეხ თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო დღეა - თავისუფლების გამარჯვების დღე.

32 წლის წინ, ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, რათა მოეპოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს - დამოუკიდებლობა. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან სამ ათწლეულზე მეტი გავიდა, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის დიდი გულისტკივილით და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს. უსაზღვროდ მადლიერები ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას.

თითოეული ამ ადამიანის გმირობა ჩვენს მეხსიერებაში და ქვეყნის ისტორიაში დარჩება როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ ჩხენკელი - 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო დღეა - თავისუფლების გამარჯვების დღე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის წევრებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მიტინგისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მინისტრმა მემორიალი ტიტებით შეამკო.

„დღეს, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ მნიშნელოვან და გარდამტეხ თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო დღეა - თავისუფლების გამარჯვების დღე.

32 წლის წინ, ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, რათა მოეპოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს - დამოუკიდებლობა. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან სამ ათწლეულზე მეტი გავიდა, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის დიდი გულისტკივილით და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს. უსაზღვროდ მადლიერები ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას.

თითოეული ამ ადამიანის გმირობა ჩვენს მეხსიერებაში და ქვეყნის ისტორიაში დარჩება როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო