აკაკი ბობოხიძე - გია გაჩეჩილაძის მიერ დღეს დაანონსებული აქცია ხელისუფლების დავალებით ხდება, საჯარო მოხელეებს დავალება აქვთ, ეს აქცია "შეავსონ"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ დღეს დაანონსებული აქცია ხელისუფლების დავალებით ხდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამით ხელისუფლება „სახიფათო თამაშს თამაშობს".

"არა მარტო ხელისუფლების კვალს ვხედავ, ხელისუფლების დავალებით კეთდება ეს აქცია და ამას ხელისუფლება არც მალავს, იმიტომ, რომ საჯარო მოხელეებს პირდაპირ აქვთ დავალება მიცემული, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს აქცია "შეუვსონ".

მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამით სახიფათო თამაშს იწყებს, ოღონდ არც ერთ შემთხვევაში გამარჯვებული ხელისუფლება ვერ გამოვა, როდესაც მოქალაქეების ურთიერთდაპირისპირებას ხელს უწყობს",-განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, ევროპის მოედნიდან საქართველოს საპატრიარქომდე გია გაჩეჩილაძე (უცნობი) თანამოაზრეებთან ერთად მსვლელობას გამართავს, რომელიც „დედაენის ბაღში“ დასრულდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა