ევროპის მოედანზე გია გაჩეჩილაძის თანამოაზრეები იკრიბებიან

ევროპის მოედანზე, მომღერალი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) თანამოაზრეები იკრიბებიან. ადგილზე შეკრებილები ევროპის მოედნიდან მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლებენ, საბოლოოდ კი ღონისძიება "დედაენის ბაღში" დასრულდება.

შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორის ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ისინი დღეს მშვიდობიანი პროტესტით საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიციას დააფიქსირებენ.

"ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იკრიბება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ პოლიტიკურ აქტორს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, მკაფიოდ დაუფიქსიროს, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში გვსურს მშვიდობა და სტაბილურობა. მივმართავთ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, უზრუნველყოს ქვეყანაში საზოგადოებრივი მშვიდობა, კანონის უზენაესობა და აღკვეთოს ის მარაზმი, რაც ამ ქვეყანაში ხდება და რასაც ის დესტრუქციული პოლიტიკური ძალები სთავაზობენ მათივე პოლიტიკური ბინძური ფულით დაფინანსებული მედია საშუალებებით და ცდილობენ ამ ქვეყანაში შექმნან მოდელირებული საქართველო. ამ მოდელირებული საქართველოს მიღმა არსებული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დღეს მშვიდობიან მდუმარე პროტესტით დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შაქარიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა