გალელმა ახალგაზრდებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გალელმა ახალგაზრდებმა აქცია გამართეს. მათ ადგილზე პლაკატები მიიტანეს წარწერით: "ენგური საზღვარი არ არის", "ჩვენ ვარსებობთ", "საკუთარ ქვეყანაში გადაადგილება ჩვენი უფლებაა", "აფხაზეთში ჩემი ოჯახია", „ჩვენ გვებრძვის რუსი, გვზღუდავს საკუთარი მთავრობა და გვახრჩობს ენგური", " ვაზროვნებთ ქართულად, ვფიქრობთ ქართულად".

აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ შამგონაში ტრაგიკულად დაღუპული ფაქტი გაიხსენეს და მოითხოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5- დღიანი კარანტინი გაუქმდეს.

„ჩვენ აფხაზეთიდან რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მდინარე ენგურმა 4 ადამიანის ცხედარი გამორიყა. ისინი ჩვენი ახლობლები, მეზობლები იყვნენ. ეს სწორედ იმან განაპირობა, რომ ისინი ე.წ საზღვარზე გადმოდიოდნენ. როგორც ცნობილია, 5-დღიანი კარანტინია, რისი საშუალებაც და დროც არ აქვთ ადგილობრივებს, რომ 5 დღე კარანტინში გაატარონ. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, 5- დღიანი კარანტინი შეიცვალოს", - განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "ინტერპრესნიუსს".

ცნობისთვის, სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის ორი ქალია. არსებული ინფორმაცით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით გადმოდიოდნენ, რა დროსაც მოულოდნელად ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. ამასთან, 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა