ანრი ოხანაშვილი - საინტერესოა, გენერლებს, რომლებიც ახლა „ნაცმოძრაობაში" არიან, რა აზრი აქვთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე

საინტერესოა, გენერლებს, რომლებიც ახლა პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში" არიან, რა აზრი აქვთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, კასეტური ბომბების გამოყენების თაობაზე სერგი კაპანაძისა და დავით დარჩიაშვილის განცხადებები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„გამორიცხული არ არის ეს პირები, ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო ოკუპანტმა ქვეყანამ მათ სასარგებლოდ გამოკითხვაზე ჰააგაში დაიბაროს. უნდა ხვდებოდნენ, რომ ასეთ უპასუხისმგებლო, არასახელმწიფოებრივ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჰააგაშიც და ყველა საერთაშორისო დონეზე დავიცავთ, თუმცა ის, რასაც ესენი შეგნებულად თუ შეუგნებლად ცდილობენ, არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა