აფგან მუხთარლი - ოთხსაათიანი დაკითხვისას კითხვები ჩემს გატაცებას შეეხებოდა, კვირიკაშვილის ნებართვის გარეშე 4 განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა

გიორგი კვირიკაშვილმა ჩემი გატაცების შესახებ იცოდა, მისი ნებართვის გარეშე ოთხი განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, თუ კვირიკაშვილი ამას უარყოფს ესე იგი, ის არც ყოფილა პრემიერი, - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ გენერალურ პროკურატიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან მის გატაცებაში მონაწილე კონკრეტული სახელების დასახელება არ შეუძლია, თუმცა გამოძიებასთან ის უწყებები დაასახელა, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული.

“4 საათიანი დაკითხვის დროს ძირითადი კითხვები, რომელიც საგამოძიებო უწყების მხრიდან იყო დასმული შეეხებოდა ჩემს გატაცებას, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მასში, რამდენი ხნით ვმგზავრობდით და სხვა. მე მივაწოდე ინფორმაცია ყველა იმ პირზე, ვინც მონაწილეობდა ამ სპეცოპერაციაში აზერბაიჯანული მხრიდან. რაც შეეხება ქართულ მხარეს, კონკრეტული სახელების დასახელება არ შემიძლია, მე მხოლოდ იმ უწყებებზე შემიძლია საუბარი, ვინც იყო ჩართული ჩემს გატაცებაში. ეს არის მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია და სასაზღვრო სამსახური. კვირიკაშვილმა ჩემი გატაცების შესახებ იცოდა, მისი ნებართვის გარეშე ოთხი განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. თუ კვირიკაშვილი ამას უარყოფს, ესე იგი, ის არც ყოფილა პრემიერი. ვფიქრობ, რომ ეს დაკითხვა მხოლოდ იურიდიული პროცედურაა, რადგან საქმე პოლიტიკურია და არ მაქვს იმედი, რომ პროკურატურა გამოიძიებს”, - აღნიშნა აფგან მუხთარლიმ.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი თბილისში, 7 აპრილს დაბრუნდა. მის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:კვირიკაშვილის ნებართვის გარეშე 4 განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა - აფგან მუხთარლი

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო