შალვა პაპუაშვილი - ის, რომ ჩვენი ოპონენტები, დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ მივიდნენ, ყველაზე კარგად აჩვენებს კონფლიქტის არსს

ის, რომ ჩვენი ოპონენტები, დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ მივიდნენ, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენებს კონფლიქტის არსს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აცხადებს, ოპოზიციის ნაწილი არა მხოლოდ არ მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში, არამედ არ აღიარებს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს, იმით, რომ მას უბრალოდ არც კი იმჩნევს.

„ის, რომ ჩვენი ოპონენტები, დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ მივიდნენ, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენებს კონფლიქტის არსს. ისინი არ აღიარებენ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტს, იმით, რომ არ მონაწილეობენ მის მუშაობაში. ისინი არ აღიარებენ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას, იმით, რომ არ იცავენ, პანდემიის გამო, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ისინი არ აღიარებენ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს, იმით, რომ მას უბრალოდ არც კი იმჩნევენ. როცა არ აღიარებ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაშინ არც დამოუკიდებელ საქართველოს აღიარებ. ესაა მათი ფუძემდებლური კონფლიქტი საკუთარ სამშობლოსთან“,- წერს პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა ღონისძიებას დაესწრნენ მხოლოდ: „ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ ინჯია, პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი და მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს