​​ანრი ოხანაშვილი - „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს თუ დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ცილისწამებისთვის

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს თუ დაუმტკიცებენ, დეპუტატის მანდატს დატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში. ამის შესახებ ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ორი ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტებს ეხმაურება.

“საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე გამოვეხმაურო იმ მიზანმიმართულ სიყალბეს, რასაც ჩემს მიმართ უკვე კამპანიის სახით, ერთი და იგივე შინაარსით, ავრცელებენ პარტიული ტელევიზიები - 13 მარტს „ფორმულა“, დღეს კი - ერთი თვის შუალედში - „მთავარი არხი“!

მათი მიზანია - ყველა ხერხით სცადონ საზოგადოებაში ჩემი რეპუტაციული დაზიანება.

თუმცა, ყოველ ჯერზე, ვამხელ მათ სიყალბეში!

ამასთანავე, ამ სიუჟეტების ავტორებს ვთავაზობ ორშაბათსვე წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული „საეჭვო” დოკუმენტაცია ჩემს მიმართ და საჯაროდ და პირდაპირ ეთერში, საზოგადოების თვალწინ, განვიხილოთ!

თუკი ისინი, საჯაროდ, თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს! წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ამ ბინძური ცილისწამებისთვის!

რაც შეეხება მათ სიყალბეს:

ტყუილი #1: სახელმწიფოს ჩემი სიმამრისთვის არანაირი მიწის ნაკვეთი არ გადაუცია არც სიმბოლურ ფასად და არც საჩუქრად! ამის დადასტურება მარტივად არის შესაძლებელი!

ტყუილი #2: არც 80 ჰექტარი სასოფლო სავარგული არ შეუძენია ჩემ სიმამრს ჩემი დეპუტატობის პერიოდში!

ტყუილი #3: თითქოს მის საკუთრებაში არსებული რომელიმე სახლი ჩემმა სიმამრმა ჩემი დეპუტატობის დროს ააშენა, ასევე დიდი ტყუილია! ის სახლი, რომელიც სიუჟეტში აჩვენეს, მე და ჩემს მეუღლეს გვეკუთვნის და ჩემს დეპუტატობამდეა აშენებული, რაც დასტურდება ასევე საჯარო დოკუმენტაციით!

სიმართლე კი შემდეგში მდგომარეობს:

გამიზნულად არ ამბობენ იმას, რომ ჩემს სიმამრს ეს მიწის ნაკვეთები, წლების განმავლობაში, შეძენილი აქვს მხოლოდ კერძო პირებისგან და არა სახელმწიფოსგან!

ჩემი მეუღლის ოჯახი, სრულად კანონიერად, ჯერ კიდევ ჩემს დეპუტატობამდე ბევრად ადრე ფლობდა როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, ასევე სხვა შემოსავლებს და უძრავ ქონებას, რაც ასახულია შესაბამის საჯარო დოკუმენტებში და ყველასთვის ხემისაწვდომია!

ჯერ კიდევ 2018 წლის დეკლარაციაში მაქვს მითითებული იმ ქონების გასხვისების შესახებ, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახს ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ჰქონდა და რომლის გასხვისების შედეგადაც დაიწყო ჩემმა სიმამრმა სარისკო, თუმცა ქვეყნისთვის საჭირო საქმე!

სპეციალურად საოკუპაციო ხაზთან ჩემი სიმამრის მიერ თავის მშობლიურ და ოკუპირებულ ნაწილში სასოფლო მეურნეობის წარმოებას რადგან ამ პარტ.არხებმა „ოხანაშვილის ოკუპაცია“ უწოდეს, საზოგადოებამ განსაჯოს რა შეიძლება ეწოდოს ამ ბოროტ უმსგავსობას!- წერს ოხანაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო