მთავრობის ადმინისტრაციასთან საწვავის ფასებს აპროტესტებენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან საწვავის ფასების გაზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საწვავის ფასების შემცირებაა.

"მეორე თვეა ვაპროტესტებთ გაძვირებული საწვავის ფასს. ჩვენ პროტესტს არ ექცევა ყურადღება, არც მთავრობისგან და არც შემომტანისგან.

ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საპარლამენტო დონეზე შეიქმნას კომისია, რომელიც დაარეგულირებს შემომტანების თვითნებობის საკითხს.

ასევე, ვითხოვთ აქციზის გაუქმებას საწვავთან დაკავშირებით. თუ დღეს არ იქნება პასუხი და მთავრობა არ მოგვაქცევს ყურადღებას კარვებს გავშლით და ამ ფორმით გავაგრძელებთ პროტესტს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება საპროტეტსო აქციები გაგრძელდება" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი გოგოლაძემ.

ასევე, მთავრობის ადმინისტრაციასთან მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც „კომენდანტის საათის“ გაუქმებას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო:მთავრობის ადმინისტრაციასთან საწვავზე მომატებული ფასი გააპროტესტეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა