გიგი წერეთელი - რეიტინგები საერთო მცდელობის შედეგია, როდესაც ერთ პიროვნებაზე ხარ ორიენტირებული, ეს მოქმედებს, დავით ბაქრაძის შემთხვევაშიც ასე იყო

რეიტინგები საერთო მცდელობის შედეგია, როდესაც ერთ პიროვნებაზე ხარ ორიენტირებული, ეს მოქმედებს, ბაქრაძის შემთხვევაშიც ასე იყო, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ლიდერების ნაწილის წასვლით პარტიას „მარტივი დღეები ნამდვილად არ აქვს“ და არც იმის ილუზია გააჩნიათ, რომ „ევროპულ საქართველო“ უცებ ისეთი მიმზიდველი გახდება, რომ ხალხი იხულვებს და პარტია უცებ განახლდება“.

„მარტივი დღეები ნამდვილად არ გვაქვს, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას ადვილი ცხოვრება არ აქვს. არჩვენების შემდეგ ბოლო კვლევებმა გვაჩვენა, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო რთულდება. მომავალი ადვილი არ იქნება!

ეს ხალხი იყო ჩვენთან {დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და პარტიიდან წასული სხვა წევრები}, ჩვენი მეგობრები არიან, მათაც მინდა კეთილგანწყობა შეინარჩუნონ ამ პარტიის მიმართ. რეიტინგებს რაც შეეხება, ზოგჯერ საერთო მცდელობის შედეგია, როდესაც ერთ პიროვნებაზე ხარ ორიენტირებული მის მხარდაჭერაზე და ა.შ. ეს მოქმედებს. ბაქრაძის შემთხვევაშიც ასე იყო და ეს სწორია, რადგან პარტიის თავმჯდომარე იყო.

ილუზია, რომ პარტიაში უცებ მოხდება განახლება და ისეთი მიმზიდველობა ექნება ამ პარტიას, რომ ხალხი იხულვებს და შემოვა, ეს ასე არ არის. ეს შენ უნდა შექმნა! უნდა ვნახოთ, ამის ალგორითმი უნდა მოვძებნოთ. დიდი დანაკლისია, ზოგი გავიდა, ზოგმა დისტანცირება გააკეთა, მაგრამ დარჩა ბირთვი, რომელსაც უნდა, რომ პარტია განვითარდეს. ბევრი შეცდომა იყო, რომელმაც მოიტანა არა ის შედეგი, რასაც ჩვენ ველოდით“, - განაცხადა წერეთელმა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია