გია ხუხაშვილი - ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ დანიელსონმა "ოცნებას“ ​ხელიდან უნდა გამოგლიჯოს ძალაუფლება და ამ თაფლ და მურაბა ხალხს ჩააბაროს - კაბინეტიდან კაბინეტში დადიან, ფუთფუთებენ, თქვე კაი ადამიანებო, ხალხთან მიდით

ოპოზიციას ილუზია შეექმნა და არაადეკვატური გზით მიდიან - მათ მიაჩნიათ, რომ დღეს საქართველოში არჩევნების ბედს დანიელსონი წყვეტს. დანიელსონმა უნდა გამოგლიჯოს ხელიდან ძალაუფლება „ქართულ ოცნებას“ და ჩააბაროს ამ თაფლ და მურაბა ხალხს, - ამის შესახებ პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, თუ ოპოზიცია ხალხის ნდობას არ დაიბრუნებს, „ხელისუფლება მათ არაფერს გადმოუგდებს“.

„კაბინეტიდან კაბინეტში დადიან, ფუთფუთებენ, რაღაც კოსტუმები აცვიათ. თქვე კაი ადამიანებო, ხალხთან მიდით! დანიელსონსაც ფეხებზე ჰკიდიხართ თუ ხალხის მხარდაჭერა არ გექნათ. საერთოდ დაივიწყეს ხალხი. ახლა ამბობენ, რომ ერთ კვირაში გავალთ ხალხთან. ერთ კვირაში თუ წვიმა მოვიდა იტყვიან, ახლა წვიმს და კიდევ შემდეგ კვირაში. ხალხთან გავლენ არა იმისთვის, რომ მათი პრობლემები გაარკვიონ და ნდობა მოიპოვონ, მათგან ზურგი შეიქმნან, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლებას დაუპირისპირდებიან. ხალხია ძალაუფლების წყარო. კატა თაგვობანას ეთამაშება ეს ხელისუფლება გატლეკილ ოპოზიციას. კი ბატონო, პრობლემა აქვს ხელისუფლებას, მაგრამ ეს ოპოზიცია ჯამურად იმდენსაც ვერ აღწევს, რასაც ხელისუფლება. ყველაზე მსხვილ პარტიას ლამის 5% აქვს. თუ ხალხის ნდობა არ დაიბრუნეთ, ნუ გექნებათ ილუზია, რომ ხელისუფლება ხალხის მხარდაჭერის გარეშე რამეს გადმოგიგდებთ. გეთამაშებათ და გადაგაგდებთ!“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა