დავით ზალკალიანი - ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მივიღეთ მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ

კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართული სატელეფონო საუბრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა საქართველო - ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკვანძო საკითხები.

„აღნიშნული მაღალი დონის კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, ადასტურებს საქართველო - ამერიკას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის როლს.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბარი გაიმართა ბრიუსელიდან, სადაც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფება ვიზიტით და მართავს შეხვედრას ნატოს ხელმძღვანელობასთან, ასევე ევროპელ პარტნიორებთან.

ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორები აფასებენ, იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა საქართველო ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკვანძო საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა, ამერიკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან“, - აცხადებს ზალკალიანი.

როგორც ზალკალიანი განმარტავს, სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინაში შექმნილი ვითარებაც. როგორც მინისტრი აცხადებს, საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას დეესკალაციის მიმართულებით.

„ვისაუბრეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, გამოვხატეთ ჩვენი მხრიდან სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიმართ.

საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას დეესკალაციის მიმართულებით.

ბუნებრივია, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, რასაც ემატება გლობალური პანდემია და მისი თანმდევი ეკონომიკური სირთულეები, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით სტაბილურობა, დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ ძალისხმევის მიმართვა, შესაბამისი რეფორმების გაგრძელება, რაშიც დიდია ამერიკის შეერთებული შტატების როლი. ასევე, არსებული პოლიტიკური პროცესების დეესკალაცია და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ სრული ძალისხმევა მიმართული იყოს არსებული გამოწვევების დაძლევისკენ.

შევთანხმდით მაღალი დონის კომუნიკაციასა და კავშირების გააქტიურებაზე, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული დღის წესრიგი“, - აცხადებს ზალკალიანი.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს