საუკეთესო ტელეფონები ელემენტის გამძლეობით

თანამედროვე სამყარო გვთავაზობს უამრავ ალტერნატივას, ყოველდღიურად ცხოვრების რიტმი უფრო მეტად იმატებს და ჩვენც იძულებულები ვართ ამ რიტმს ავყვეთ. თანამედროვე ადამიანისთვის მობილური იქცა ყველაზე მნიშვნელოვან ნივთად, რასაც დღის განმავლობაში უმეტეს დროს უთმობს. ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქაა თავმოყრილი, შესაბამისად აუცილებელია ის მთელი დღის განმავლობაში მუშაობდეს და ნებისმიერ დროს მისი გამოყენება შეგვეძლოს.

სმარტფონის მწარმოებელი ბრენდები ამას ყველაზე უკეთ იაზრებენ, შესაბამისად ცდილობენ შექმნან ისეთი სმარტფონი, რომელიც ჩვენს ყველა სურვილს დააკმაყოფილებს და რაც მთავარია ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში არ გაითიშება. სმარტფონის შეძენისას ელემენტის მოცულობა მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პარამეტრია, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ძალიან ბევრი მოდელი არსებობს, რომელსაც საკმაოდ მაღალი ბატარეის ტევადობა აქვს, თუმცა სტატიაში მიმოვიხილავთ მათ შორის საუკეთესოებს 2020 წლის დასასრულისთვის.

iPhone 12 Pro Max

ეფლმა წელს ახალი მობილურით თავისი მომხმარებლის გული ნამდვილად მოიგო. ბევრ სიამაყესთან ერთად, ბოლო მოდელებში მნიშვნელოვნად გაზრდილია ელემენტის ტევადობა, Iphone 12 Pro Max-ში კი ის 3687 mAh -ს შეადგენს, რაც ნიშნავს რომ უწყვეტად 15 საათის გაძლება შეუძლია. აღსანიშნავია სხვა ტექნიკური მახასიათებლებიც: სამივე კამერა 12 მეგაპიქსელიანია, სიღრმისა და პორტრეტის რეჟიმით. ოპერატიული მეხსიერება 6 GB-ია, დისპლეი კი ერთ-ერთი საუკეთესოა მაღალი ფერების გარჩევადობით.

LG V60 ThinQ 5G

სმარტფონი თებერვალში გამოვიდა და მისი ელემენტის გამძლეობა ნამდვილად შექებას იმსახურებს, ისევე როგორც სხვა ტექნიკური მახასიათებლები. მისი ბატარეის მოცულობა არის 4510 mAh, რაც საშუალებას გაძლეევთ 14 საათი აქტიურ რეჟიმში ამყოფოთ. მოდელი წარმოდგენილია P-OLED, HDR10+ -ით, 8GB-იანი ოპერატიული მეხსიერებითა და Gorilla Glass 5 -ით. მთავარი კამერა 64 პიქსელიანი აქვს, მეორე კამერა 13, მესამე კი 0.3 პიქსელიანი.

Samsung Galaxy S20 Ultra

სამსუნგის აღნიშნული მოდელიც 2020 წლის თებერვალში გამოვიდა, რასაც უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელოდა. Galaxy S20 Ultra-ს ელემენტის მოცულობა, 5000 mAh, ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მას უწყვეტ რეჟიმში შეუძლია იმუშაოს 14 საათი. სმარტფონი შექმნილია იმისთვის, რომ არასოდეს დაგაღალატოთ. რაც შეეხება სხვა ტექნიკურ დეტალებს, მისი მთავარი კამერაა 108 მეგაპიქსელი, მეორე კამერა კი დაჯილდოებულია 48 მეგაპიქსელით, მესამე კამერას აქვს 12 მეგაპიქსელი, მეოთხე კი სიღმის ეფექტისთვის - 0.3 მეგაპიქსელით. ეკრანი შექმნილია Corning Gorilla Glass 6, დისპლეი კი წარმოდგენილია Dynamic AMOLED 2X, 120Hz-ით.

Xiaomi Mi 10 Pro

შაომი ყოველთვის ახერხებს მომხმარებელთა გაოცებას, ამჯერად კი ეს ფაქტი კონკრეტულად ამ მოდელმა დაამტკიცა. Mi 10 Pro, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში გამოვიდა, ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე. მისი ელემენტის მოცულობაა 4500 mAH, რაც ნიშნავს რომ აქტიური გამოყენების რეჟიმში შეუძლია 14 საათის განმავლობაში გაძლოს. ტელეფონის სხვა დიდებული მახასიათებლებია 4 კამერა: მთავარი კამერა აღჭურვილია 108 მეგაპიქსელით, მეორე კამერა 12 მეგაპიქსელით, მესამე 8 მეგაპიქსელით, მეოთხე კი 20 მეგაპიქსელით. ტელეფონი წარმოდგენილია Super AMOLED, 90Hz და Gorilla Glass 5 ეკრანით, ოპერატიული მეხსიერება კი შეადგენს 12GB-ს.

OnePlus 8 Pro

მოდელი აპრილში გამოჩნდა ბაზარზე საკმაოდ კარგი მონაცემებით. ის აღჭურვილია 4300 mAh ელემენტით, რაც უზრუნველყოფს მისი მუშაობის დროს 14 საათის განმავლობაში. მისი დისპლეი შედგება Fluid AMOLED, 90Hz-ით, ეკრანი კი დამზადებულია Corning Gorilla Glass 5-ით. მისი პირველი და მეორე კამერა 48 პიქსელიანია, მესამე და მეოთხე კი 8 და 5 მეგაპიქსელიანი. ოპერატიული მახსოვრობა 12 GB-ს შეადგენს.

დღის ნებისმიერ მონაკვეთში მობილური ისაა, რაც ყოველთვის გვჭირდება და მისი ბატარეის გამძლეობა, არამხოლოდ მისი მოცულობაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია მისი სხვა მონაცემების ოპტიმიზაციის დონე, ანუ რამდენად ჰარმონიზირებულია სხვადასხვა მახასიათებელი მუშაობისას, შესაბამისად, თუ ტელეფონის ყიდვას ელემენტის გამო გადაწყვეტთ, აუცილებლად გადაავლეთ თვალი და მხედველობაში იქონიეთ მისი პარამეტრები.

(R)

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება