შალვა პაპუაშვილი გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ უმრავლესობის შესაძლო დატოვებაზე - გამორიცხულია, რომ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო უმრავლესობა არ ჰყავდეს

გამორიცხულია, რომ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო უმრავლესობა არ ჰყავდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ უმრავლესობის შესაძლო დატოვების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად მოსალოდნელია, რომ პროცესი გაგრძელდეს და "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგოს.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, მას არ აქვს არანაირი ინფორმაცია ხოჯევანიშვილის მიერ უმრავლესობის შესაძლო დატოვების და გახარიას გუნდში გადასვლის თაობაზე.

"საქართველოს ყველა მოქალაქე თავისუფალია, რომ იყოს პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე, ასე რომ ეს თავად გიორგი გახარიას გადასაწყვეტია. მან ჯერჯერობით ზოგადი განცხადება გააკეთა, ვნახოთ რას მოიმოქმედებს. ჩემი შეფასებით, „ქართული ოცნება“ დღეს-დღეობით უკონკურენტოა ბევრი მიზეზის გამო, იქნებიან ეს ის ლიდერები, რომლებიც ამ გუნდში არიან, იქნება ეს პროგრამა თუ გაკეთებული საქმე, ამიტომ ჩემი შეფასებით, დღეისათვის და უახლოეს მომავალში "ქართული ოცნება" გახლავთ უკონკურენტო", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, უმრავლესობის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ხოჯევანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება. ხოჯევანიშვილი უმრავლესობის დატოვების საკითხზე განცხადებას დღესვე გააკეთებს. ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

შალვა პაპუაშვილი გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ უმრავლესობის შესაძლო დატოვებაზე - გამორიცხულია, რომ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო უმრავლესობა არ ჰყავდეს

გამორიცხულია, რომ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო უმრავლესობა არ ჰყავდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ უმრავლესობის შესაძლო დატოვების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად მოსალოდნელია, რომ პროცესი გაგრძელდეს და "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგოს.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, მას არ აქვს არანაირი ინფორმაცია ხოჯევანიშვილის მიერ უმრავლესობის შესაძლო დატოვების და გახარიას გუნდში გადასვლის თაობაზე.

"საქართველოს ყველა მოქალაქე თავისუფალია, რომ იყოს პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე, ასე რომ ეს თავად გიორგი გახარიას გადასაწყვეტია. მან ჯერჯერობით ზოგადი განცხადება გააკეთა, ვნახოთ რას მოიმოქმედებს. ჩემი შეფასებით, „ქართული ოცნება“ დღეს-დღეობით უკონკურენტოა ბევრი მიზეზის გამო, იქნებიან ეს ის ლიდერები, რომლებიც ამ გუნდში არიან, იქნება ეს პროგრამა თუ გაკეთებული საქმე, ამიტომ ჩემი შეფასებით, დღეისათვის და უახლოეს მომავალში "ქართული ოცნება" გახლავთ უკონკურენტო", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, უმრავლესობის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ხოჯევანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება. ხოჯევანიშვილი უმრავლესობის დატოვების საკითხზე განცხადებას დღესვე გააკეთებს. ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს