არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალი ოპოზიციური პარტია როცა ჩამოყალიბდება, სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას შეუერთდება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ახალი ოპოზიციური პარტია როცა ჩამოყალიბდება, სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას შეუერთდება. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,

„ისინი პრაქტიკულად გადავიდნენ ოპოზიციაში, ოპოზიციის მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები, შესაბამისად, თუ მთელ ოპოზიციას აწყობს ვადამდელი არჩევნები, დიდი ალბათობით, ახალი ოპოზიციური პარტიაც, როცა ის ჩამოყალიბდება, ამ მოთხოვნას შეუერთდება. ჩემი მოლოდინი ასეთია. თქვენ იცით, რომ რიგგარეშე არჩევნები ცარიელი ბრალდება აღმოჩნდა და მთელი ეს პროცესი დღეს რა ხელოვნურ კრიზისშიც ვართ, დაიწყო არჩევნების გაყალბების ბრალდებით. როცა ბრალდებას აყენებ და ამ ბრალდებაზე აგებ ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისს, შემდეგ გადიხარ ისე, რომ ამის გადამოწმებაც არ გინდა, ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა და თანამედროვე პოლიტიკაში სამარცხვინო რამ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა გიორგი გახარიას პარტია მესამე ძალა და „ქართული ოცნების“ კონკურენტი, თალაკვაძის თქმით, ამას მომავალი პოლიტიკური პროცესი გვაჩვენებს.

„მეეჭვება რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ თუ ახალმა პარტიამ, რომელსაც გახარია ჩამოაყალიბებს, გადამწყვეტი კონკურენცია გაუწიოს და გადამწონი ფაქტორი აღმოჩდნეს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, თუმცა, ჩვენ შევქმენით ზუსტად ისეთი დემოკრატია ქვეყანაში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ასპარეზი. გარწმუნებთ, შემდეგ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მიიღებს. რაც შეეხება იმას გადავა თუ არა ვინმე სადმე, ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდში არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები და სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ „ქართულ ოცნებას“ მყარი უმრავლესობა ექნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?