მაია ბითაძემ CENN-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება ძირითადად სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო, განსაკუთრებით კი საზოგადოების აქტიურ ჩართულობას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ შორის, კლიმატის ცვლილების გამოწვევების სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის კომპონენტზე. ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რომლებიც განსაკუთრებით დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს ხარჯავენ იმისთვის, რომ საქართველოში კლიმატის ცვლილების საკითხები გააქტიურდეს. გააქტიურდეს როგორც ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ასევე მდგრადი და მედეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. შესაბამისად, თანამშრომლობა CENN-თან არის დროული, განსაკუთრებით იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა განხორციელდება კლიმატის ცვლილების საკითხებში გურიაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მაია ბითაძემ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა