მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა

ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკურ ოლიმპიადას წელს საქართველომ უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში დისტანციურად ჩატარებულ ოლიმპიადაში, რომელშიც 54 ქვეყნის 213 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანა ონოფრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით წარსდგა. მინისტრმა ოლიმპიადის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ასეთ ცნობილ და პრესტიჟულ ოლიმპიადაში საკუთარი ძალების მოსინჯვა და გამარჯვების მოპოვება უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მინდა გულითადად მივულოცო ოლიმპიადის გამარჯვებულებს და მონაწილეებს. თქვენი შესაძლებლობები მართლაც გამორჩეულია. აუცილებლად გააგრძელეთ საყვარელ საგანში უნარების კიდევ უფრო გაუმჯობესება. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი წარმატება გელით საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებებსა და კონკურსებში“, – მიმართა მიხეილ ჩხენკელმა ოლიმპიადის მონაწილეებს.

მინისტრის თქმით, საამაყოა, რომ ამ ოლიმპიადაში 2016 წლიდან საქართველოს გოგონათა ნაკრებიც იღებს მონაწილეობას და საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს. ასევე სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო უფლება, წელს ამ მნიშვნელოვანი ოლიმპიადისთვის ემასპინძლა.

უწყების ინფორმაციით, მიუხედავად პანდემიისა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებით შეძლო მათემატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადის ონლაინ ფორმატში ჩატარება.

„აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილე 54 ქვეყანა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია EGMO-ს ისტორიაში. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ოლიმპიადაზე ორი გუნდის რვა წევრით იყო წარმოდგენილი. ოლიმპიადის მონაწილე გოგონებიდან თხუთმეტმა ოქროს, ოცდასამმა – ვერცხლის, ხოლო ოცდათხუთმეტმა – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია