პროკურორის განცხადებით, გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენება, რითაც ახალი გარემოებები გამოიკვეთა

დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორის მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენება, რითაც ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

როგორც სხდომის შემდეგ პროკურორმა აღნიშნა, ბარბაქაძეს რამდენიმე დღის წინ მიცემულ ჩვენებაში უფრო მეტი გარემოებები ჰქონდა მითითებული, ვიდრე მანამდე გამოკითხვებში.

„საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად არ გაჩერებულა. 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან მოყოლებული ან საქმის სასამართლო განხილვა მიმდინარეობს ან თუ საქმის სასამართლო განხილვა არ ხდება, მაშინ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მათ შორის ბოლო თვეებისა და კვირების განმავლობაშიც მოპოვებული იქნა მტკიცებულებები.

სხდომაზე ბარბაქაძის ჩვენება იყო მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მათ შორის ის, რომელიც საფუძვლად დაედო ბრალდების ახლა წარდგენას. გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები და გუგა ბარბაქაძემ გამოკითხვისას, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება დაადასტურა - უფრო მეტი, რაც მას ჰქონდა მითითებული წინა გამოკითხვებში, შესაბამისად ეს ახლად გამოვლენილი გარემოებები გახდა გიორგი მენაბდის მიმართ ბრალდების წარდგენის საფუძველი“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე მენაბდე გუშინ დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა