თაკო ჩარკვიანი - "ფიქტიურ ქორწინებას" ჰგავს - დოკუმენტი, რომელსაც ძირეული რეფორმები ვერ მოაქვს, "გამარჯვებად" ვერ გავაფორმებთ

დოკუმენტი, რომელსაც ძირეული რეფორმები ვერ მოაქვს, "გამარჯვებად" ვერ გავაფორმებთ, - ამის შესახებ პარტიის "კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელ, "ფეისბუქზე" წერს. ამით ჩარკვიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლს მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ეხმაურება.

როგორც ის წერს, დოკუმენტი ფიქტიურ ქორწინებას ჰგავს და ვერ გაფორმდება.

"თქვე კაი ხალხო, თითქმის ბოლომდე მივედით, ცოტაც და დავათმობინებთ მიტაცებულ სახელმწიფოს ოლიგარქს და რა დროს " რყევებია"?! იშლებიან მარტივ მამრავლებად, იშლება ეს “რუსული ოცნება" და რას უმაგრებთ ჩაშლილ კედლებს ?! ამ ჩვენმა ბოიკოტმა მთელი დასავლეთის ყურადღება მიიპყრო, ამერიკის სენატში თქვეს სასამართლოში "კლანია" და ოლიგარქია მძლავრობს ქვეყანაშიო, ( მეტი რა გვითხრან)?!ეს საჭურისი დოკუმენტი, სადაც არც ჟვანიას გათავისუფლებაზეა საუბარი, არც გარანტია - პრევენცია იმისა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა იქნება და კვლავ არ გაყალბდება, ან ამ პირობებში სასამართლოს და პროკურატურის რეფორმებზე საუბარიც კი არ არის, ჰოდა ,აბა " გამარჯვებად" რა ჩავთვალოთ ადგილობრივ არჩევნებს საკანონმდებლო რომ უნდა მივაბათ???და კიდევ ერთი რამ: ჩვენ გარეთ პოლიტპატიმრების გამო არ გამოვსულვართ და ბოიკოტი ამიტომ არ გამოგვიცხადებია,( რა თქმა უნდა, ვითხოვ პოლიტპატიმრებს გამოშვებას) მაგრამ უპირველესი მოთხოვნა ვადამდელი გაუყალბებელი ჯანმრთელი არჩევნებია, რადგან ქვეყანაში უნდა მოხდეს ცვლილება და რეფორმირებულ სახელმწიფოში არც პოლიტპატიმრები გვეყოლება, რა დოკუმენტია ეს ასეთი ბუნდოვანი , ხარვეზებით და თან "ფიქტიურ ქორწინებას" ჰგავს, ვერ გაფორმდება ეს " საოცნებო დოკუმენტი" გამარჯვებად ვერ, რადგან დოკუმენტი რომელსაც ძირეული რეფორმები ვერ მოაქვს, რომელიც მოიტანდა სისტემურ ცვლილებებს , ამ ტიპის დოკუმენტს "გამარჯვებად" ვერ გავაფორმებთ, მეტიც ამით ოლიგარქს ვუხანგრძლივებთ სახელმწიფოში თარეშს, სასამართლოში კლანურ მმართველობას!!!!აბა, "ჟვანიამშვიდობისა" ბატონებო!!!"სიბრძნე სიცრუისა",- წერს ჩარკვიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს