ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მედიატორების მხრიდან ახალი დოკუმენტის წარმოდგენა „ქართული ოცნებისთვის" სილის გაწვნაა

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მედიატორების მხრიდან ახალი დოკუმენტის გაკეთება „ქართული ოცნებისთვის" სილის გაწვნაა და მათ აქამდე არსებულ დოკუმენტს ხელი იმიტომ მოაწერეს, რომ სხვა დოკუმენტი არ ყოფილიყო.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი დოკუმენტი "ლელოსთვის" მისაღებია, თუმცა გარკვეული საკითხები, მათ შორის ამნისტიის პუნქტი, დაუზუსტებელია.

„ეს არის განსხვავებული დოკუმენტი, რასაც „ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერა. ვფიქრობ, ამ დოკუმენტის გაკეთება პრაქტიკულად სახეში სილის გაწვნაა „ქართული ოცნებისთვის", რომელმაც დოკუმენტზე, რომელიც არ წარმოადგენდა შეჯერებულ შეთანხმებას, წინსწრებით მოაწერა ხელი იმისთვის, რომ არ ყოფილიყო სხვა დოკუმენტი. ვხვდებით, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან ხელის მოწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც იყო სამუშაო ვერსია, ემსახურებოდა იმას, რომ იქნებ არ გაკეთებულიყო სხვა დოკუმენტი.

შეიძლება ის პუნქტები, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს ეხება, ისე არ გამოიყურება, როგორც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ სწორედ ესაა კომპრომისი, რათა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ საყრდენი ოპოზიციის სახით. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დოკუმენტს და ვფიქრობთ, ის მოიპოვებს ფართო მხარდაჭერას.

მელიას გამოსვლა საპატიმროდან იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ პარლამენტში მუშაობა დავიწყოთ. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დაუზუსტებელია ამნისტიასთან დაკავშირებული პუნქტი იმიტომ, რომ ის უნდა შეეხოს მხოლოდ იმ მუხლებს, რომლითაც აღძრული იქნა საქმე აქტივისტების წინააღმდეგ. ეს ვერ შეეხება იმ დანაშაულებს, რაც ეხება უკანონო ბრძანების გაცემას და ამის გამო ადამიანების დასახიჩრებას, ეს არის დეტალი, რომელიც დაზუსტებას მოითხოვს. სხვა მხრივ ვფიქრობთ, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ დოკუმენტთან შედარებით, რომელიც ბატონმა დანიელსონმა დატოვა და შესაბამისად, ეს დოკუმენტი „ლელოს" მხარდაჭერას, დიდი ალბათობით, მიიღებს",- განაცხადა ჯაფარიძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს