გიორგი ვაშაძე - აღმშენებლობის გზაზე გვეღობება კონკრეტული ადამიანების ერთობლიობა, რომელიც საკუთარ თავს პარტიას -„ქართულ ოცნებას“ უწოდებს

ჩვენ აღმშენებლობის გზაზე გვეღობება კონკრეტული ადამიანების ერთობლიობა, რომელიც საკუთარ თავს პარტიას უწოდებს - „ქართულ ოცნებას“. ეს ორგანიზმი პარტიისაგან ძალიან განსხვავდება, მათი სამიზნე არის ქვეყნის ძარცვა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მხარდამჭერების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილება რთული ამოცანაა, თუმცა ამ ამოცანაში ყველა პროცესს თავისი შედეგი აქვს.

„უსამართლოა, როდესაც საპენსიო ასაკის ადამიანს პენსია თვიდან-თვემდე ზეთის და პურის საყიდლად აღარ ჰყოფნის. უსამართლოა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი პერსპექტივას საკუთარ ქვეყანაში ვერ ხედავს და ყველას თვალები უცხოეთისკენ აქვს. უსამართლოა, როდესაც ოჯახებია დაშლილ იმიტომ, რომ დედ-მამა სხვაგან ცხოვრობენ. უსამართლოა, როდესაც ადამიანი მიდის სასამართლოში, ითხოვს მართლმსაჯულებას და შეიძლება ვიღაცის ერთმა ზარმა მისი ცხოვრების ბედი გადაწყვიტოს. უსამართლოა, როდესაც ადამიანი მიდის არჩევნებზე, ფიქრობს, რომ საკუთარ მომავალს ხმას აძლევს, უნდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს და მის არჩევანს ვიღაც იპარავს. ოპოზიციის მიზანია ამ ტოტალური უსამართლობის დამარცხება საქართველოში.

მე მჯერა, რომ შეგვიძლია ავაშენოთ ძლიერი, ერთიანი საქართველო, რომელიც იქნება ძლიერი ოჯახების და ადამიანების ქვეყანა. ჩვენ ამ აღმშენებლობის გზაზე გვეღობება კონკრეტული ადამიანების ერთობლიობა, რომელიც საკუთარ თავს პარტიას უწოდებს - „ქართულ ოცნებას“, ეს ორგანიზმი პარტიისაგან ძალიან განსხვავდება, მათი სამიზნე არის ქვეყნის ძარცვა და მეტი არაფერი. მათ არანაირი ამბიცია და სურვილი არ აქვთ რამე გააკეთონ.

გულწრფელად მჯერა, რომ ერთადერთი გზა არის ქვეყანაში მოვიდნენ ნამდვილი პატრიოტი ადამიანები, რომელთაც უყვართ საკუთარი სამშობლო და ის ხალხი, რომელიც ხედავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყნით გვქონდეს ამბიცია ვიყოთ ძლიერი ქვეყნის მოქალაქეები. ამ უსამართლობების დასამარცხებლად უნდა შევიკრიბოთ 15 მაისს აუცილებლად ყველა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მინდა პოლიტპატიმრებს ვუთხრა, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი და ჩვენ მივალთ შედეგამდე. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ცვლილება რთული ამოცანაა, ამ ამოცანაში ყველა პროცესს აქვს თავისი შედეგი. მჯერა, რომ ჩვენ, ოპოზიცია სწორი გზით მივდივართ, სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ყოველთვის და ამ უსამართლობას, რაც ამ ქვეყანაშია ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბარებთ წარსულს. საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, მე მჯერა თქვენი და მადლობა თითოეულ თქვენგანს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება
პირველად საქართველოში: „შატო მუხრანი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილს იკავებს