ირაკლი ქადაგიშვილი სალომე სამადაშვილზე - გარკვეული პარტიების დღის წესრიგი ნიშნავს უპირობოდ რაღაცის ამოშანთვას, ვიღაცის უპირობოდ გაძევებას, ხდება ფსიქოლოგიური ბულინგი

მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ნიშნავს უპირობოდ რაღაცის ამოშანთვას, ვიღაცის უპირობოდ გაძევებას - ასეთ მდგომარეობაში ნებისმიერი საღი აზრის გამოვლინებაც კი დასჯადია, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია“ და ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარაა.

მისი თქმით, ფსიქოლოგიური ბულინგი, რომელიც მიმდინარეობს, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია.

"როცა საუბარია გარკვეული პარტიების მხრიდან, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ნიშნავს უპირობოდ რაღაცის ამოშანთვას, ვიღაცის უპირობოდ გაძევებას, უკიდურესად დესტრუქციული დღის წესრიგით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ასეთ მდგომარეობაში ნებისმიერი საღი აზრის გამოვლინებაც კი დასჯადია, დასჯადია ყველა იმ მეთოდით, რაც ხელთ უპყრიათ. გვესმის ფსიქოლოგიური ბულინგი ტელე ეკრანებიდან, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან , რაც არის რუსული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი. შეთანხმება აქამდე რომ ვერ შედგა, საქართველომ ამდენი დრო რომ დაკარგა ბულინგის მოგერიებაში, სწორედ ამ ჰიბრიდული ომის მესვეურთა დამსახურებაა,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, გუშინ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ენმ-ის პოზიცია სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება და ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა