დავით ბაქრაძე - ჩვენი მასპინძელი  პარლამენტში დღეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და არა პარლამენტი

ჩვენი მასპინძელი საქართველოს პარლამენტში გახლავთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი და არა პარლამენტი, - ამის შესახებ პარლამენტში მისულმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ბაქრაძე განმარტავს, პარლამენტში სრულფასოვანი საქმიანობისთვის დაბრუნდება მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შედეგს იხილავს.

“დღეს მე აქ მოსვლით დავადასტურე ჩემი პატივისცემა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიმართ. ეს არის ღონისძიება, რომელიც ტარდება პირადად პრეზიდენტ მიშელის მოწვევით, ამიტომ ჩვენი მასპინძელი პარლამენტში ამ შემთხვევაში გახლავთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი და არა პარლამენტი. აქ მოსვლით მე ცალსახად ვადასტურებ ჩემს პატივისცემას პრეზიდენტ მიშელის მიმართ, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში გუშინდელი შეთანხმების მიღწევაში. რაც შეეხება პარლამენტში, როგორც სრულფასოვან დაბრუნებას ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ სრულფასოვანი მონაწილეობა ჩემი მხრიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიხილავ კონკრეტულ შედეგებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, დოკუმენტში არის ყველაფერი, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას უზრუნველყოფს.

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება, რომ ის მზად არის, შეიწყალოს გიორგი რურუა და მოვუწოდებ მას აღარ გადადოს, დღეს ან ხვალ, უახლოეს დღეებში გააკეთოს. ასევე, ჩადებულია მექანიზმი ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაშიც, თუ ის წინააღმდეგი იქნება გირაოს გადახდის, ამიტომ დოკუმენტში არის მექანიზმები. დოკუმენტს სჭირდება აღსრულება. იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს მუშაობის გაგრძელება, ჩემი პრინციპული პოზიციაა - მე პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და გვექნება კონკრეტული შედეგები პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ეს გახსნის გზას სხვა საკითხებზე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამუშაოდ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა