მიხეილ სარჯველაძე - ამნისტიის აქტის მხარდაჭერა მოგვიწევს ერთად, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას

ამნისტიის აქტის მხარდაჭერა მოგვიწევს ერთად, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ნიკა მელია შეხედულებას შეიცვლის და გაიზიარებს შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მოაწერეს ხელი.

„არ შეიძლება ვისაუბროთ იმის შესახებ, ვისი დანაშაული როგორი სიმძიმისაა. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოეწერა და მის შინაარსს უნდა მივსდიოთ. ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია ის შეხედულებები და შეფასებები, რაც ინდივიდუალურად რომელიმე მხარეს შეიძლება ჰქონდეს. როდესაც ამნისტიის აქტზე ვსაუბრობთ, ის არ შეიძლება პერსონიფიცირებული და ინდივიდუალიზებული იყოს. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელსაც ამნისტია უნდა აკმაყოფილებდეს. მისი მხარდაჭერა მოგვიწევს ერთად, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს