ადვოკატის განცხადებით, ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი დუმილის უფლებას იყენებს

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველის, გოგიტა ბიჩინაშვილის ადვოკატის მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯარისკაცებისადმი მისი მხრიდან არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს უარყოფს.

ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, ბიჩინაშვილს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.

„ამ ეტაპზე დაკავებული გადაყვანილი ჰყავთ ე.წ. მოდულის შენობაში. იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმოგვცემია, ხვალ იქნება ბრალის წარდგენა და მასალები ამის შემდეგ გადმოგვეცემა“,- განაცხადა კოტრიკაძემ.

რაც შეეხება საქმეზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვერსიას, რომ დაკავებულები ჯარისკაცებს, რომელთა მიმართაც სავარაუდო დანაშაული განხორციელდა, გარკვეული ვიდეო ჩანაწერებით აშანტაჟებდნენ, ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსგავს ფაქტს არ ადასტურებს.

„კონკრეტულ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით ჩემთვისაც და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვისაც ცნობილია. გამოკითხვის დროს მან მსგავსი ფაქტი არ დაადასტურა. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ამავე სამმართველოს ცვლის უფროსი გოგიტა ბიჩინაშვილი, რომელიც დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სამი სხვადასხვა ეპიზოდის ბრალდებით, რაც პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ამავე სამმართველოს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ე.წ. ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები“,- ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო