საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ღია სესიაზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რექტორი პროფესორი მარტა კოსიორ-კაზბერუკი უძღვებოდა. საპატიო პროფესორის წოდების მინიჭების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის პატივსაცემად, ცერემონიაზე მიწვეულმა კაპელამ ქართულ ენაზე „სულიკო“ შეასრულა.

„ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში სამეცნიერო სამყაროს 11 წარმომადგენელს მიენიჭა ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება. დღეს მათ კიდევ სამი გამოჩენილი წარმომადგენელი შეუერთდა. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მოხარული ვარ, რომ დღეს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს ეს საპატიო წოდება მიენიჭა“, - განაცხადა რექტორმა მარტა კოსიორ-კაზბერუკმა.

ამასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, საპატიო პროფესორის წოდების მინიჭებისთვის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორსა და ღია სესიას მადლობა გადაუხადა და 100-წლოვანი ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია და მიმდინარე პროცესები გააცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო