დიმიტრი გვრიტიშვილი სიცრუეს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ კვლევას, რომლის თანახმად 11 მოსამართლის სადავო დიპლომები მაგისტრის ხარისხთან შესაბამისად სასამართლომ ცნო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სიცრუეს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ კვლევას, რომლის თანახმად 11 მოსამართლის სადავო დიპლომები მაგისტრის ხარისხთან შესაბამისად სასამართლომ ცნო. როგორც ჟურნალისტებს დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა, კვლევა კიდევ ერთხელ არის მცდელობა იმისა, რომ დამახინჯდეს და კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარედგინოს საზოგადოებას ეს პრობლემური თემა.

„დიპლომების პრობლემური თემა არ არსებობდა მხოლოდ გარკვეული სეგმენტის მიმართ, ამ შემთხვევაში მოსამართლეებზეა ყურადღება გამახვილებული. ასეთი საქმე სასამართლოში ასეულობით იყო. ხაზს ვუსვამ, თითოეული მოსამართლე ამ საქმეს იხილავდა ერთნაირი პრინციპებით და მიდგომებით მომჩივანი იქნებოდა მოსამართლე, თუ არამოსამართლე პირი. ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილებები მიიღებოდა კანონის საფუძველზე. გარკვეულ ხარვეზებზე არის საუბარი და ის ფაქტი, რომ მხოლოდ ხარისხის მართვის ცენტრმა უთხრა უარი და სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის აღიარებული განათლებისა და დიპლომების შესაბამისობა არ არის ის საფუძველი, რომ ჩვენ ეჭვი შევიტანოთ მოსამართლების განათლებაში, იმიტომ, რომ სასამართლო სწორედაც იმიტომ არსებობს, რომ დავები განიხილოს. ხშირ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოები უარს ეუბნებიან მოქალაქეებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაზე, ეს პირები მიმართავენ სასამართლოს კანონით, კონსტიტუციით დადგენილი წესით და აღწევენ მათვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას. ამიტომ, მხოლოდ ის ფაქტი, რაზეც აპელირებენ კვლევის ავტორები, რომ ხარისხის მართვის ცენტრმა უარი უთხრა თურმე და სასამართლომ უღიარა, მოსამართლეები კოლეგა მოსამართლეების მიმართ და მიკერძოებულები იყვნენ, არის სიცრუე. გასულ წლებში მსგავსი საქმეებით მოსამართლეების გარდა სასამართლოებს მიმართავდა უამრავი ადამიანი.

მან ასევე ორგანიზაციის კვლევის სავარაუდო მოტივზე ისაუბრა.

„ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი „ღირსშესანიშნავი“ წარმომადენელი არის ბატონი წიქარიშვილი, რომელიც ცნობილია თავისი ანტაგონისტური დამოკიდებულებით სასამართლო ხელისუფლების მიმართ, სასამართლოს ამჟამინდელი მენეჯმენტის მიმართ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს არის იმ საერთო კამპანიის ნაწილი, რაც წლებია ხორციელდება სასამართლოს მიმართ ცილისმწამებლური ბრალდებების გაჟღერებით, მოსამართლეების შეურაცხყოფით და ა.შ.“, - აცხადებს გვრიტიშვილი.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 299 მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და სხვა მონაცემების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 11 მოსამართლეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა ან/და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე.

როგორც კვლევის ავტორი, პროექტის კოორდინატორი კარლო ნიკოლეიშვილი აცხადებს, 11 მოსამართლიდან 5-ის შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვერ დაადასტურა არათუ მაგისტრთან გათანაბრების, არამედ უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების ფაქტი.

კვლევის მიხედვით, ორი მოსამართლის განათლების საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს