„IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით, ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით, ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხოლოდ საგაზაფხულო სამუშაოებზე, პლატოს ტერიტორიაზე 2000 -მდე კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე უკვე მეხუთე წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 4 ჰექტრამდე ფართობზე, ჯამში 17 000-მდე ნერგი დაირგო. პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც ითვალისწინებს. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" მიზანია, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის საფარის ეფექტური აღდგენა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
„IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით, ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით, ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხოლოდ საგაზაფხულო სამუშაოებზე, პლატოს ტერიტორიაზე 2000 -მდე კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე უკვე მეხუთე წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 4 ჰექტრამდე ფართობზე, ჯამში 17 000-მდე ნერგი დაირგო. პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც ითვალისწინებს. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" მიზანია, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის საფარის ეფექტური აღდგენა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს