გიორგი ვაშაძე - კონვენციურ დანაშაულებებზე ამნისტია არ გავრცელდება, რაც სავარაუდოდ, პირდაპირ ჩაიწერება კანონში - ამნისტია ჯალათებზე არ გავრცელდება

ე.წ. ამნისტია ჯალათებზე არ გავრცელდება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, კონვენციურ დანაშაულებებზე ამნისტია არ გავრცელდება და სავარაუდოდ, ეს პირდაპირ ჩაიწერება კანონში.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა იყო. დღეს, რაც შემიძლია ცალსახად გითხრათ, რასაც ვამბობდი, კონვენციურ დანაშაულებებზე ამნისტია არ გავრცელდება, ეს სავარაუდოდ, პირდაპირ ჩაიწერება კანონში. ე.წ. ამნისტია ჯალათებზე არ გავრცელდება და ამაზე სპეკულაცია უნდა დამთავრდეს. ამ კანონში უამრავი დეტალია, ყველა შევეცდებით, რომ სამშაბათამდე აბსოლუტურად ყველა დეტალი დაზუსტდეს და რაც მთავარია, ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ერთობლივი. იმედი გვაქვს, კიდევ აზრთა სხვადასხვაობა არ იქნება. ყველა საკითხი, რაც დოკუმენტშია და რაც ბოლო შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დავაფიქსირეთ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენი პოზიციაა, რომ სწორედ ამ ჩარჩოში იყოს აბსოლუტურად ყველაფერი. ჯერჯერობით მმართველი გუნდის კანონპროექტი არ გვინახავს. მოისმინეს, ჩვენც მოვისმინეთ მათი პოზიციები და დავშორდით ისე, რომ შევეცდებით ეს პოზიციები მაქსიმალურად დავაახლოოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

მან აღნიშნა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ავტომატურად გავრცელდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიაზეც.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს