ამირან გამყრელიძე - დაგვიანდა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების მოწოდება, რის გამოც სწრაფი ტესტი ამ ეტაპზე მხოლოდ სიმპტომების მქონე ადამიანებს უტარდებათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ შეიზღუდა მოსახლეობაში სწრაფი ტესტებს გაკეთება.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაგვიანდა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების მოწოდება, რის გამოც სწრაფი ტესტი სახელმწიფოს ხარჯზე ამ ეტაპზე მხოლოდ სიმპტომების მქონე ადამიანებს უტარდებათ, თუმცა მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა 2-3 დღეში მოწესრიგდება.

„პატარა ცვლილება დროებით იქნა შეტანილი - სწრაფი ტესტები მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება სახელმწიფოს ხარჯზე ამ ეტაპზე, ხოლო უსიმპტომოებს ვთავაზობთ პსრ-ზე ტესტირებას. მოგეხსენებათ, სწრაფი ტესტი 15-20 წუთში იძლევა პასუხს, ხოლო პსრ-ს სჭირდება 24 საათი, დაახლოებით. განსხვავება ეს არის, რომელიც 2-3 დღეში სრულად მოწესრიგდება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, ქვეყანა მიმდინარე კვირას უკვე მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს.

„განსაკუთრებით ბევრია ხარჯვა ანტიგენზე დამყარებული ტესტების. მილიონ ნახევარია კიდევ ნაყიდი. ხვალ უნდა შემოვიდეს, დაახლოებით, 400 ათასი ტესტი, შემდეგ კიდევ 400 ათასი, ანუ პირველი მილიონი უნდა შემოვიდეს ამ კვირაში, ამიტომ ვფიქრობ, ტესტების დეფიციტი არ შეიქმნება,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს