რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული ახალი პროგრამის ფარგლებში, 15 000 ადამიანის დასაქმება იგეგმება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 15 000 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

როგორც მინიტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამას სახელმწიფო ბიუჯეტი და ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დააფინანსებს.

„მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“. ეს არის აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის რეგიონების განვითარების განახლების პროგრამა. ასეთი მასშტაბური სამუშაოები ერთდროულად ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ განხორციელებულა. ძლიერი რეგიონი ნამდვილად ნიშნავს ძლიერ საქართველოს, განვითარებულ საქართველოს.

დაახლოებით 15 000 ადამიანი დასაქმდება. მნიშვნელოვანია ის რომ, არა მხოლოდ საქმდებიან არამედ, იმ ახალ უნარებ-ჩვევებს შეიძენენ, რომლებიც მათ შემდგომში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის შრომის ბაზარზე“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის პირველი ეტაპისთვის საორიენტაციოდ, დაფინანსება 500 მილიონის ოდენობითაა განსაზღვრული.

„პროგრამის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძერგლების აღდგენა - რეაბილიტაცია. მოხდება რეკრეაციული სივრცეების, სკვერების, დასასვენებელი პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია.

უშუალოდ პროგრამის განხორციელებას, ზედამხედველობას, პროექტების შერჩევას განახორციელებს კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია ის, რომ პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება მოხდება, როგორც ცენტრალიზებულად მუნიციპალური ფონდის მიერ, ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ და არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე მუნიციპალიტეტებს მასშტაბური პროქტების განხორციელების ეტაპობრივი გამოცდილების შესაძლებლობა ექნება“,- აღნიშნა ქარსელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება და მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა