საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგს უმასპინძლა

სამოქალაქო საზოგადოებასთან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. დიალოგის ფარგლებში ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემაზე, როგორიცაა სამშვიდობო პროცესებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის გაძლიერება, მათ შორის, მოლაპარაკებების ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა პრობლემატიკის წარმოჩენა.

„შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, ხოლო პირველი სესია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მიმართვით გაიხსნა. მრგვალი მაგიდის ფორმატის დიალოგი ორ სესიად ჩატარდა. პირველ სესიას, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მიმდინარეობას მიეძღვნა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და საქართველოში გაეროს რეზიდენტი კოორდინატორი საბინე მახლი გაუძღვნენ. მეორე სესიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისეთ თემაზე, როგორიცაა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა როლი. განხილვის ძირითადი თემა იყო ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს