ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიციის მხრიდან ხელშეკრულებიდან ნებისმიერი გამოსვლა,  შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“  ხელშეკრულების ჩასაშლელად გამოიყენოს

ერთი სული აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ ეს შეთანხმება ჩაიშალოს. ამიტომ, ოპოზიციის მხრიდან ხელშეკრულებიდან ნებისმიერი გამოსვლა, შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ ხელშეკრულების ჩასაშლელად გამოიყენოს , - ასე შეაფასა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება, რომელიც ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში, მზად არის, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდეს.

ჯაფარიძის განმარტებით, ეს თემა მედიატორებმა უნდა შეცვალონ, რადგან ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეთანხმების დოკუმენტში სწორედ მათ შეიტანეს.

„ამიტომ, მთავარი არის მედიატორების მიერ იყოს ეს თემა შეცვლილი ისე, როგორც მელია ითხოვს. თუ ეს მოხდება, ჩვენ ცალსახად მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი განმარტებით, ამნისტია მედიატორების მხრიდან იყო შეთავაზებული, ამიტომ მას ოპოზიცია ვერ გამოიწვევს.

„ჩვენ ამნისტიის მოთხოვნა არ შეგვიტანია შეთანხმებაში, ჩვენ ვითხოვდით ნიკა მელიას დაუყოვნებლივ, უპირობო გათავისუფლებას. ასე რომ, ეს ჩვენი მოთხოვნა არასდროს ყოფილა, არც შეგვიტანია. შესაბამისად, ეს არის მედიატორის მიერ მომზადებული დოკუმენტი ამიტომ, ის უნდა შეიცვალოს მედიატორის მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია ნიკა მელიას მოთხოვნა, თუ როგორ აღიქვამს ის იმიტომ, რომ მის გათავისუფლებას ემსახურებოდა ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. ერთ-ერთი ამოცანა მისი გათავისუფლება იყო, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამნისტიის მუხლი არ იყო ჩვენი მოთხოვნა. შესაბამისად, რაც ჩვენ არ შეგვიტანია, იმას ვერ გამოვიწვევთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს