ბადრი ჯაფარიძე - ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, რომ ამოქმედდეს შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში - ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით ხვალ არ მოხდება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, 27 აპრილს დიდი ალბათობით, ამნისტიის შესახებ კანონის დარეგისტრირება არ მოხდება. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ პარლამენტში დარეგისტრირდებიან, რათა გიორგი რურუას შეწყალების აქტი ამოქმედდეს.

„ჩვენ ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა საპატიმრო დატოვოს. ამის შემდეგ კონსულტაციებს გავაგრძელებთ ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვნახოთ არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას წერილს და მოწოდებას, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ნიკა მელიას ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

„იმიტომ რომ ეს ხელშეკრულება მათ შორის ნიკა მელიას საპატიმროდან გამოყვანას და მისი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ემსახურებოდა. მის გადაწყვეტილებას და პოზიციას პატივს ვცემ. ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ მედიატორის მიერ მომზადებულ დოკუმენტშ ცვლილების შეტანა, მხოლოდ მედიატოს შეუძლია, რაც გასათვალისწინებელია“, -აღნიშნა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია დაელოდება, თუ აისახა, როგორ აისახება, ნიკა მელიას პოზიციის ცვლილება შეთანხმებულ დოკუმენტში.

„ პარალელურად ჩვენ არ დავაჩქარებთ დოკუმენტზე მუშაობას, რადგან ეს ძალიან მგრძნობიარე დოკუმენტია. შესაბამისად, ბევრ კითხვას იწვევს. სამწუხაროდ, ადამიანების დეზინფორმაცია მოხდა, რომ თითქოს, ოპოზიცია მხარს დაუჭერდა ისეთ კანონპროექტს, რომელიც ჯალათებს სასჯელისგან თავის აცილების საშუალებას მისცემდა, რაც არის სრული ტყული და სიცრუე. ამიტომ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მოდით, ნუ ავჩქარდებით, ვიმუშაოთ, იყოს საზოგადოების ფართო ჩართულობა, თუკი წავალთ ამნისტიის კანონის გზით. დაველოდოთ, იქნებ, ამასობაში ცლვილება იქნეს შეტანილი დოკუმენტში მედიატორის მიერ. ამიტომ, დაველოდოთ ამ განვითარებას“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ შეთავაზება, ოპოზიციის მიერ გაკეთებული შეთავაზებისგან განსხვავდება, თუმცა პრინციპს მმართველი გუნდი ეთანხმება.

„ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დღეს დაადასტურეს, რომ ისინი წინააღმდეგი არიან, ამნისტიის კანონით პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს შესაძლო დამნაშვემ, რომელმაც ზიანი მიაყენა მაკო გომურის ჯანმრთელობას, ასევე სხვა დაზარალებულ პირებთან მიმართებაში, ვინც ზიანი მიიღო. თუ ასეთი ადამიანები იდენტიფიცირებულები იქნებიან, რა თქმა უნდა, მათზე არ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონი. „ქართული ოცნება“ ამ პოზიციას იზიარებს. მათი შემოთავაზება ამასთან მიმართებაში ჩვენს მიერ გაკეთებული შეთავაზებისგან განსხვავდება, მაგრამ პრინციპს ისინი დაეთანხმდნენ. გუშინაც თქვეს, რომ იგივეს გულისხმობდნენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს