შალვა პაპუაშვილი - თუკი ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს თანხმდება, ვერ ვხვდები, თავად რატომ არ იხდის?

თუკი ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს თანხმდება, ვერ ვხვდები, თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს?, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება შეაფასა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააცნობიერეს, რომ „მათი დესტრუქციული წესრიგი დამარცხდა და ამ შეთანხმების შესრულება არ ჩაიშლება“.

მისივე განცხადებით, ამნისტიის პროექტი არ შეეხება ისეთ მუხლებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს და დაზიანების შედეგად ადამიანების ჯანმრთელობა ხანგრძლივად შეირყა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, მცდელობაა, რომ ამნისტიის კანონპროექტი ერთობლივი იყოს.

,,ვცდილობთ, რომ ამნისტიის პროექტი იყოს ერთობლივად ინიცირებული. იმედია, ასეც იქნება. ჩვენ ვაპირებთ მივყვეთ შეთანხმებას და ამნისტია შედგეს. ჯერ დოკუმენტი ტექსტუალურად არ გვაქვს, ვსაუბრობთ იმ პრინციპებზე რომელზეც საზოგადოებაც არის საუბარი და ვფიქრობთ, რომ ბევრ საკითხს ვათანხმებთ. ვნახოთ იქნება თუ არა ეს ერთობლივი პროექტი საბოლოო ჯამში. ვთანხმდებით ერთ საკითხზე რომელზეც გუშინაც ვსაუბრობდით, თავდაპირველად სპეკულაციურად აიწია, თითქოს ისეთი რამე შეიძლება იყოს ამნისტიაში, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს, მათ შორის დაზიანების იმ მაგალითებით, რომელიც ზოგიერთ დაზარალებულს აქვს. ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ვერ იქნება ამნისტია, რომელიც კონვენციას ეწინააღმდეგება, როდესაც დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ ჯანმრთელობა ხანგრძლივად არის შერყეული, რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებს არ შეეხება. ამნისტია ეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა დარღვევას, მათ შორის სამართალდამცავებსაც.

დიდი ხანია ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გასული არიან რაიმე რაციონალური დამოკიდებულებისგან. მათ ჩაეშალათ მთელი დესტრუქციის მცდელობა, შედგა შეთანხმება შარლ მიშელის ინიციატივით და ახლა ცდილობენ ამ შეთანხმების აღსრულებაც ჩაშალონ, სწორედ ამის ნაწილია დღევანდელი განცხადებაც. თუკი ევროკავშირის გირაოს თანხმდება, ვერ ვხვდები თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს. თუკი თანახმაა, რომ გირაოთი გამოვიდეს რაღატომ ელოდება, რომ ევროკავშირმა გადაიხადოს გირაო? მისი პოზიცია იყო, რომ არ უნდოდა არაფრის ფასად გამოსვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ახლა ამბობს, რომ თუ ევროკავშირის ფული თუ იქნება მაშინ გამოვა, საქმე იმაშია, რომ მანაც და „ევროპულმა საქართველომ“ გააცნობიერეს, რომ მათი დესტრუქციული წესრიგი დამარცხდა და ამ შეთანხმების შესრულება არ ჩაიშლება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს