სალომე სამადაშვილი - ამნისტიის კანონი არ უნდა არღვევდეს დაზიანებული მოქალაქის უფლებას, რომ საკუთარი უფლება დაიცვას მომავალში - ეს ყველას გვესმის და ეს ესმის „ქართულ ოცნებასაც“

თუ ნიკა მელია ევროკავშირის შეთავაზებული გირაოთი გამოვა ციხიდან, ეს შექმნის სივრცეს იმისთვის, რომ ამნისტიის კანონპროექტი არ იქნება სწრაფად მისაღები აუცილებლობა,- ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ის აპირებს ნიკა მელიას ციხეში დღესვე მოინახულებას. რაც შეეხება ნიკა მელიას პოზიციას, რომ ამნისტიის კანონპროექტი გაწვეულ იქნას, სამადაშვილის თქმით, თუ „ქართული ოცნება" და მედიატორები თანახმანი იქნებიან შეთანხმებიდან ამნისტიის პუნქტის ამოღებაზე, მას „პირადად პრობლემა არ აქვს", თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხზე მნიშვნელოვანია მედიატორების პოზიცია.

„ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება კონსულტაციები ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან, ამიტომ მე ასე მესახება, რომ ამ ეტაპზე ვაგრძელებთ მუშაობას კანონპროექტზე და შემდგომ ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება პოზიციები. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩვენი პოზიცია ცნობილია - არანაირი ამნისტიის კანონი არ უნდა არღვევდეს დაზიანებული მოქალაქის უფლებას, რომ საკუთარი უფლება დაიცვას მომავალში. ეს ყველას გვესმის და ეს ესმის „ქართულ ოცნებასაც". დანარჩენს რაც შეეხება, ამინისტია ყოველთვის არის წინააღმდეგობრივი აქტი, ამიტომ მიმაჩნია, რომ თუ ნიკა მელია მიიღებს ევროკავშირის მიერ მისი გირაოს დაფარვის შეთავაზებას, ეს იქნება სწორი, რადგან ევროკავშირის მიერ ამ გირაოს დაფარვა ნიშნავს, რომ ევროკავშირი აღიარებს მელიას პოლიტიკურ პატიმრობას, მათ შორის, იმ დოკუმენტით, რომელიც არის ხელმოწერილი. თუ ის გირაოთი გამოვა ციხიდან, ეს შექმნის სივრცეს იმისთვის, რომ ამნისტიის კანონპროექტი არ იქნება სწრაფად მისაღები აუცილებლობა ნიკას გასათავისუფლებლად. ამიტომ ვაპირებ ნიკასთან მისვლას საპატიმროში და მასთან პირადად საუბარს. ამიტომ ახლა მივდივარ კანცელარიაში, სადაც ვაბარებ განცხადებას როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, რომ საპატიმროში მოვინახულო ნიკა მელია, იმედი მაქვს, შევძლებ დღესვე მის მონახულებას,"- განაცხადა სამადაშვიმმა.

რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტის მხარდაჭერას, როგორც სამადაშვილი აცხადებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შინაარსის იქნება პროექტი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის დაზარალებულების თანხმობას ითვალისწინებდეს და ეს სავარაუდოდ, მიუღებელი არც "ქართული ოცნებისთვის" იქნება.

„მე ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება" არ გვეთანხმება და გუშინდელ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ არ არის ასე, რომ ეს (დაზარალებულის თანხმობა) მათთვის არის მიუღებელი. მითუმეტეს, „ქართულ ოცნებას" აქვს თავად მიღებული ამნისტია, სადაც დაზარალებულის თანხმობა იყო გათვალისწინებული წლების წინ, ანუ ეს ის პრინციპია, რომელიც თავად „ქართულმა ოცნებამ“ შეიმოიტანა ამნისტიის ცნებაში,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა