პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს 34 მუნიციპალიტეტისთვის ტენდერები გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები დღეს გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერები, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტს.

მათი განმარტებით, გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

„ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ურბანული განახლების პროექტების მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული რეგიონის მახასიათებლები, ისტორიულ-კულტურული თავისებურებები და ობიექტების ფუნქციური დანიშნულება.

სპეციალური კომისია, რომელიც განსაზღვრავს ურბანული განახლების კონკრეტულ პროექტებსა და ობიექტებს, მუშაობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

29 აპრილს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ტენდერში მონაწილეობის მსურველ სამშენებლო და საპროექტო კომპანიებთან.

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს და დააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.

4 - წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია“,-აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცხადებული ტენდერების ბმულები:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401195&lang=ge&fbclid=IwAR0g64coJAFZM36f0W69y4-de5zdFitoBn49TBM53c6iu_y9lJ8yGluSbfw

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401626&lang=ge&fbclid=IwAR0hFu5kNVzK6IrXP6eMnB7js9DGpbrJTGbeWBKja2u4Jg1H9dhAY7L22cM

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401273&lang=ge&fbclid=IwAR3ha_g0arkOQJnhCF-EKOhrflySiBMiMGdLF_Lvi92kX4Fk7_prnphOjpE

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401273&lang=ge&fbclid=IwAR0HEd0_D9SBTq3NFSUFLreFeVy45CpJ7s9knoOeJaOUWTrQFCEyBpKEeXM

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401271&lang=ge&fbclid=IwAR1Zum8x5gDB120W90liOnhpI_yjeQP4Pm0Ls5XJLygy7Bgm_kssAqx6Qa4

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401268&lang=ge&fbclid=IwAR3LaqArS59Ts5-DC7IpWsOJX8vfHzhRNCOmxyFxNPufsW6iTKNrhmwmqsg

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401264&lang=ge&fbclid=IwAR1R5dmqGFHVpO2KmwQgnnV96COtESOj7rCHJGN8fIuPXWSdXWHxQ9n-yF0

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401267&lang=ge&fbclid=IwAR2L2pM3wgAMfCakYICOFnScRuW5GBNIzZljaVKofm2AIhZ5UNS-JTD129I

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს