სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს HACCP-ის პრინციპებს აცნობს

მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპების შესაბამისად აწარმოონ. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სეს-ის ცნობით, აღნიშნული რეგულაციის შესახებ, სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესსექტორის ინფორმირებას განაგრძობს.

მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ, ბიზნესოპერატორებს ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, მონაწილეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. სადაც აღინიშნა, რომ ბიზნესსექტორის ინფორმირების მიზნით, შეხვედრები სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით პერმანენტულად გაიმართება.

„HACCP-ის სისტემის პრინციპების დაცვა 2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში; 2018 წლიდან სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ექსპორტისთვის განკუთვნილ გადამუშავებული თხილის გულს ამზადებენ; 2021 წლის 1 იანვრიდან ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თაფლი). 2021 წლის 1 ივნისიდან კი ანალოგიური ვალდებულება დაეკისრება ბიზნესოპერატორს, რომელიც საცალო ვაჭრობის პუნქტში ახორციელებს სურსათის წარმოებას/გადამუშავებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს