შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ ოპოზიციის პროექტით, ბრალდებულთა „ჩემიანებად და სხვისიანებად“ დაყოფა ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, "ამნისტიის შესახებ" ოპოზიციის პროექტით, ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება უარყო, რომელიც 20 ივნისთან დაკავშირებით უახლოესი წარსულის გვერდის გადაფურცვლას გულისხმობდა.

პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციის პროექტით, ბრალდებულთა „ჩემიანებად და სხვისიანებად“ დაყოფა ხდება.

"ისინი დღეს პირდაპირ ამბობენ, რომ არანაირი გვერდის გადაფურცვლა არ მოხდება და ამნისტია უნდა შეეხოს მხოლოდ სამ სამართალდამცველს და სავარაუდო მოძალადეებს. ეს არის აბსოლუტური უგულვებელყოფა იმ სულისკვეთების, რაც დოკუმენტს ჰქონდა. განმარტება იყო, რომ იმისათვის, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია და უთანხმოების გვერდზე გადადება, საჭიროა, 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს. როგორც ხედავთ, ჩვენი ოპონენტები ამ მიდგომას ეწინააღმდეგებიან. ეს განსაკუთრებით, “ლელოს” განცხადებაში მოვისმინეთ. ისინი საუბრობენ, რომ დაზარალებულის თანხმობა არის საჭირო, მაგრამ საჭიროა მხოლოდ სამართალდამცავების წინააღმდეგ არსებულ საქმეებში. რაც შეეხება აქციის იმ მონაწილეებს, რომელთაც ბრალი ედებათ ძალადობაში, მათ შორის ნიკა მელიას შემთხვევას, აქ დაზარალებულის თანხმობა საჭირო არ არის. ეს არის დაყოფა ჩემიანებად და სხვისიანებად. ისინი სამართალდამცველებს ფაქტობრივად ადამიანებად არ აღიარებენ. 50-ზე მეტი სამართალდამცავი დაზიანდა, მათ შორის ერთს მხედველობა აქვს დაზიანებული. ეს მათთვის არაფერი არ არის, ადამიანებად არ თვლიან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო