ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - ვერ დააშინებთ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და უფრო მეტ პროტესტს მიიღებთ

ყველამ, ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციას დაარღვევს, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნება“ კანონპროექტს ღამით, ჩუმად განიხილავს და ადამიანებს თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ეს არის პოლიტიკური თემა და არა მუხლებით და პუნქტებით სასაუბრო. განმარტებით ბარათში ერთადერთ დასაბუთებად გიწერიათ, რომ თურმე ბოლო წლების განმავლობაში მოიმატა პროტესტმა და სამართალდარღვევების ფორმას იძენს და ამიტომ უნდა გაიზარდოს ჯარიმები. ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებაში პროტესტი რომ იმატებს, ეს იმის გამო ხდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააფლავა ეკონომიკის, მართლმსაჯულების, სოციალური პოლიტიკის და ბევრი სხვა რეფორმა და ადამიანებს უჩნდებათ პროტესტი. მართლა გჯერათ, რომ მუხლებით შეაჩერებთ საზოგადოების პროტესტს, რომელიც ძალიან ლეგიტიმურ ნიადაგზე წარმოიშვება? ამის მართლა გჯერათ? ეს არის 1984 წელს მიღებული კოდექსი, რომელშიც ცდილობთ კიდევ ერთხელ შეიტანოთ ცვლილებები, რომელიც ახშობს პროტესტის უფლებას.

ვერ დააშინებთ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და უფრო მეტ პროტესტს მიიღებთ. სამარცხვინოა, რომ ამას ცდილობთ ღამით, „კომენდანტის საათის“ დროს, ჩუმად და ადამიანებს თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ახალი რედაქციით ყალიბდება, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა