„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერების შეხვედრა მიმდინარეობს

„სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საპარლამენტო მუშაობის ფორმატზე შეთანხმდებიან.

„დღეს ჩვენი ქვეყნის უახლოესი პოლიტიკური მომავალი დამოკიდებულია იმ შეთანხმების სრულფასოვან შესრულებაზე, რომელიც დაიდო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამე არის, რაც უნდა მოხდეს უახლოეს დღეებში უახლოეს კვირებში, იმისთვის, რომ შეთანხმება განხორციელდეს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლუპით აკვირდებიან ამ შეთანხმების შესრულებას და ელოდებიან ჩვენგანაც ინფორმაციას, როგორ გვესახება ის გზა, რომ მათ შორის, საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში შეთანხმების განხორციელებისთვის. ამიტომ ცხადია, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავგეგმოთ, უნდა ვიმსჯელოთ და შესაბამისად შევაჯეროთ საერთო ოპოზიციური გეგმები უახლოესი კვირებისთვის.

ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ სწორედ იმაზე, როგორ ვიმუშაოთ ყველაზე უფრო ეფექტიანად პარლამენტში იმიტომ, რომ ვხედავთ, ერთის მხრივ არის გამოწვევა შეთანხმების შესრულება, მეორე მხრივ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი ქვეყანაში და ადამიანები ელოდებიან, რომ მათი ხმა და ინტერესები იქნება დაცული საქართველოს პარლამენტში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ზოგადად ჩვენი საპარლამენტო მუშაობის ფორმატზე იმიტომ, რომ იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა" შემოუერთდება ამ შეთანხმებას და ოპოზიცია სრულად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ ამავე დროს სანამ ეს მოხდება, ცხადია არსებობს გამოწვევები, რომელიც ჩვენს რეაგირებას არამხოლოდ საჭიროებს, არამედ რომელზეც რეაგირებასაც საზოგადოება ჩვენგან პირდაპირ ითხოვს", - განაცხადა სამადაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა